logo
ENG



აქცია სოხუმში - ასლან ბჟანიას თანაშემწე "საქართველოსთან თანამშრომლობაში" დაადანაშაულეს 

02 მარ 202115:21
3 წუთის საკითხავი
 
აქცია სოხუმში - ასლან ბჟანიას თანაშემწე "საქართველოსთან თანამშრომლობაში" დაადანაშაულეს 
Эхо Кавказа

სოხუმის ცენტრში ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ორგანიზაციამ, "აფხაზეთის სახალხო კრებამ" ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წინააღმდეგ აქცია გამართა. 

აქციაზე მათ ბჟანიას საგარეო პოლიტიკა და "საქართველოსთან სავარაუდო ურთიერთობები" გააპროტესტეს. 

ორგანიზაციამ აქციის დაანონსებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ბენურ კვირაია 2 ადამიანთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, პირდაპირი ვაჭრობის და ეკონომიკური საკითხების განსახილველად. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კვირაია აცხადებს, რომ მზად არის აფხაზეთის პარკში სუფრა გაუშალოს "მეგობრებს, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ". 

არუაა წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ბჟანიას თანაშემწე ასევე საუბრობს აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობაზე, წარსული უითანხმოების წარსულში დატოვების საკითხსა და სამომავლო თანამსრომლობაზე

არუაა აღნიშნავს, რომ "კვირაიას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა, მაგრამ შეახსენებენ მას, რომ დავით კვარაცხელია ომის დროს არა მხოლოდ პირადად მის წინააღმდეგ, არამედ მთელი აფხაზი ერის წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომ ის მათი მტერია". ორგანიზაცია ამბობს, რომ ვერ იარსებებს სხვა გარემოება. 

აფხაზთა სახალხო კრების განცხადებაში ასევე წერია:

"კულუარული მოლაპარაკებები, აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების ანონიმური ვიზიტი, ინტერვიუები და უშიშროების საბჭოს განცხადებები ერთი ჯაჭვის რგოლებია. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ოფიციალური თბილისი უფრო და უფრო აგრესიულ რიტორიკას ახორციელებს აფხაზეთის მისამართით, მუდმივად მოგვიხსენიებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას და სხვას არაფერს. 

მიუხედავად იმისა, რომ ასლან ბჟანია დაჟინებით და სისტემატურად გასცემს დოკუმენტებს და გარს იკრებს ხალხს, რომლებიც იზიარებენ მის შეხედულებებს საქართველოზე, უკვე არ არის არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნაციონალური ინტერესების პირდაპირი დათმობაა. 

ვფიქრობთ, რომ ბატონმა ბჟანიამ გადაკვეთა წითელი ხაზი, რომელიც მას ართმევს მორალურ უფლებას, განახორციელოს უფლებამოსილება, განსაკუთრებით სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის თვალსაზრისით". - წერია არუაა განცხადებაში. 

ორგანიაზიას უპასუხა ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა. მათ თქვეს, რომ ბენურ კვირაია აღარ არის ბჟანიას თანაშემწე - მან თანამდებობა 19 თებერვალს დატოვა. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ კვირაიასთვის არავის მიუცია მითითება, მოლაპარაკებოდა საქართველოს ხელისუფლებას. 


close დახურვა